1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის რეჟიმის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების სასამართლოში წარდგენით.

2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს:

ა) რეაბილიტაციის რეჟიმით;

ბ) გაკოტრების რეჟიმით.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტების ამავე კანონით დადგენილი რეგულირებისადმი დაქვემდებარებისათვის შესაბამისი საფუძვლის წარმოშობა