1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა სახეზეა, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოვალე გახდება გადახდისუუნარო.
3. გადახისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების ჯამი, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით, აღემატება მთლიანი აქტივების ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე გააგრძელებს საქმიანობას. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის, ვალდებულებები სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც მოიცავს, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა (ბალანსის ტესტი);
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი არანაკლებ 20%-ით აღემატება მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას ლიკვიდობის დეფიციტი;
გ) მოვალე იმყოფება ან განცხადების შეტანამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესრულების მიზნით, უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება