1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად ან რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის:
ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
ბ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საკითხს სასამართლო განიხილავს განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნიშნავს ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი