1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომიდან არაუგვიანეს სამი კვირისა უნდა წარადგინონ განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის გადახდისუუნარობის დადგომის მომენტად ითვლება მომენტი, როდესაც შესაბამისმა პირებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ამ კანონის მიხედვით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებს, ასევე, ამ კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, მოითხოვს ცვლილების რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც უზრუნველყოფს მმართველი/ზედამხედველი დაუყოვნებლივ, ასეთი ცვლილების საფუძვლის წარმოშობისთანავ