1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, განცხადების შეტანას, ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს შორის გაცვლას.
2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული ყველა სასამართლო განჩინება მათი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ელექტრონულ სისტემაში ქვეყნდება ასევე კრედიტორთა კრების, კრედიტორთა კომიტეტის, მმართველის, რეაბილიტაციის და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ითვლება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად. ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, განჩინება/გადაწყვეტილება დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ან ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში.
3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად ითვლება მისი სისტემაში განთავსების მომენტიდა