1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო განმცხადებელს დააკისრებს პროცესის ხარჯებს, გარდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მომსახურების საფასურისა, რომელიც დაეკისრება მოვალეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, განმცხადებელს დააკისროს განცხადების შეტანით მოვალის ან/და კრედიტორებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად;

ბ) მოვალის მიერ განცხადების წარდგენა მიზნად ისახავს კრედიტორისათვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელშეშლას;

გ) განცხადების წარდგენის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირთა უფლებების სხვაგვარი დარღვევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განმხილველი სასამართლ