1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე კრედიტორს შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის გარდა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა), „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზეც ქვეყნდება.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეტყობინებებისათვის საკმარისია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ