1. შეთავაზება შემდეგ პირობებს უნდა მოიცავდეს:
ა) რა გზებით მოხდება საწარმოს ვალდებულებების დაკმაყოფილება, შეცვლა, გადავადება ან სხვაგვარად მოწესრიგება;
ბ) რა ღონისძიებები განხორციელდება იმ კრედიტორების მიმართ, რომლებიც მოვალესთან დაკავშირებული პირები არიან;
გ) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, შემოთავაზებულია თუ არა წვდომა ახალ ფულად სახსრებზე, კრედიტზე ან/და გარანტიებზე, შესაბამისი პირობების აღწერილობით, მათ შორის, მოვალის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობით თუ მის გარეშე;
დ) დეტალური მონაცემები მოვალისთვის ახლადშეთავაზებულ დაფინანსების წყაროებსა და ამ წყაროებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაკმაყოფილების გზებზე;
ე) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოზიდული ან/და განკუთვნილი თანხების განკარგვის გზები და მეთოდები კრედიტორებზე მათ განაწილებამდე;
ვ) მოვალის საქმიანობისა და ბიზნესის წარმართვის გზები რეგულირებული შეთანხმების შესრულების განმავლობაში;
ზ) რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნის მიმართ, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
თ) რეგულირებული შეთანხმების ხანგრძლივობა და მისი ვადის გაგრძელების წესები.
2. შეთავაზებული პირობები შეიძლება ასევე მოიცავდეს იმ შესაძლო უზრუნველყოფის გარანტიებს, რომლებსაც მოვალე სთავაზობს კრედიტორებს შეცილების განხორციელების რისკებთან და ხარჯებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში გადავა.
3. შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს სხვა ისეთ საკითხებსაც, რომლებსაც შეთავაზების განმახორციელებელი საჭიროდ მიიჩნევს, რათა კრედიტორებს მიეცეთ შეთავაზებულ შეთანხმებაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობ