1. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს:
ა) რეგულირებული შეთანხმების შეთავაზების განსახილველად ჩატარებულ კრებაზე დასწრებისა და ხმის უფლების მქონე ნებისმიერ კრედიტორს;
ბ) ხმის უფლების მქონე კრედიტორს, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე მოსაწვევი არ გაგზავნია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) გადაწყვეტილება რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაუმართლებელ ზიანს აყენებს მოვალის კრედიტორს ან პარტნიორს;
ბ) კრედიტორთა კრება ჩატარდა წესების არსებითი დარღვევით. ამ მუხლის მიზნებისთვის, კრედიტორისთვის კრებაზე მოსაწვევის გაუგზავნელობა წესების არსებით დარღვევად არ ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი კრედიტორის ხმის უფლებას შეეძლო გავლენა მოეხდინა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებაზე.
3. რეგულირებული შეთანხმების ამ მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადაა 30 დღე, რომელიც აითვლება:
ა) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სასამართლოსთვის კრედიტორთა კრების შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მის მიერ კრების გამართვის შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან.
4. სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ საჩივარს განიხილავს 30 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება, თუ საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევ