1. რეგულირებული შეთანხმების შესრულების ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.

2. კრედიტორი ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლოში გაასაჩივროს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება. სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს, გააუქმოს ან შეცვალოს ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს:

ა) რეგულირებული შეთანხმების საფუძველზე და მის შესრულებასთან წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ბ) მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, ან/და კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

4. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობის ან წარმატებით შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუშვებელია მოვალის მართვაში დატოვებ