1. რეგულირებული შეთანხმების პროექტი უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მორატორიუმის მოქმედების ბოლო დღისა, ხოლო მორატორიუმის გარეშე შეთავაზებისას – სასამართლოს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
2. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მიზნით, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა კრედიტორთა კრებაზე მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს მისთვის და მოვალისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს კრების თარიღამდე არაუგვიანეს 14 დღისა. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს:
ა) რეგულირებული შეთანხმების შეთავაზების ასლს;
ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის ასლს, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლს;
დ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეთავაზებისა და მისი, როგორც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ ამ ცვლილებების გათვალისწინების წესების შესახებ;
ე) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მოთხოვნისა და მისი ხმის უფლების შესახებ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ვ) კრების ჩატარების თარიღს, დროს და ადგილს.
3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია, ყოველ დაკავშირებულ კრედიტორს კრების მოსაწვევში განუმარტოს მისი ამგვარი სტატუსის შესახე