1. თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გამოვლინდა ისეთი კრედიტორი, რომლის შესახებაც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის არ იყო ცნობილი და რომელსაც, მოწვევის შემთხვევაში, კრებაზე ექნებოდა ხმის უფლება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი დაუყოვნებლივ ატყობინებს ასეთ კრედიტორს მისი უფლების შესახებ, წერილობით წარმოადგინოს თავისი მოთხოვნა რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების თარიღის მდგომარეობით.
2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორი წერილობით არ წარადგენს თავის მოთხოვნას, ზედამხედველი უფლებამოსილია, ამორიცხოს ის იმ კრედიტორთა წრიდან, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების მხარეები არია