1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, მოვალე ან დაინტერესებული კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს განცხადებით ყველა კრედიტორის ან მათი ნაწილისთვის მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრული ან ნაწილობრივი გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ განმცხადებლის მოსაზრებით, ასეთი გამჟღავნებით ხელი შეეშლება რეგულირებული შეთანხმების მიზნის მიღწევას ან გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს ან განმცხადებელ კრედიტორს.
2. სასამართლო გამოსცემს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შესახებ ყველა კრედიტორის ან მათი ნაწილის მიმართ, თუკი განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენა მოვალეს შეუძლია რეგულირებული შეთანხმების შესახებ შეთავაზებისა და ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოში წარდგენის დროსაც, რა შემთხვევაშიც, განცხადებას თან უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის წერილობითი თანხმობ