მოვალე უფლებამოსილია, ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით შეარჩიოს რეგულირებული შეთანხმების ახალი ზედამხედველი, თუ:

ა) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი მოვალეს არ წარუდგენს ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს ამ თავით დადგენილი წესით;

ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი გარდაიცვალა;

გ) აღმოჩნდება, რომ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) არსებობს ამ კანონით განსაზღვრული აცილების საფუძვლებ