1. ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორთა კრების მიერ დამტკიცებული რეგულირებული შეთანხმების დაცვა სავალდებულოა ყველა კრედიტორისთვის, გარდა იმ კრედიტორისა, რომელიც არ იყო მოწვეული იმ მიზეზით, რომ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა არ იცოდა ან არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ კრედიტორის არსებობის შესახებ.
2. თუ რეგულირებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კრედიტორს არ აქვს უფლება, მოვალის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი, წამოიწყოს ან განაგრძოს დავა ისეთ მოთხოვნაზე, რომელიც რეგულირებული შეთანხმებით არის მოწესრიგებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ირღვევა რეგულირებული შეთანხმება.
3. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირ(ებ)მა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა მისცეს შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული შეთანხმებისათვის განკუთვნილ აქტივებზე, შეთანხმების შესაბამისად, ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების მიზნით.
4. რეგულირებული შეთანხმების ვადის ამოწურვისას, გარდა მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევისა, თუ რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა გადახდილი არ ყოფილა ისეთი კრედიტორისთვის, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, მოვალეს ამ თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება რეგულირებული შეთანხმების დასრულების მიუხედავა