1. მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების საკითხზე კრედიტორთა თანხმობის მოპოვების მიზნით, იგი:

ა) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამის პირებს მიაწვდის სინამდვილესთან შეუსაბამო, ყალბ ინფორმაციას;

ბ) იმოქმედებს თაღლითურად

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება არ დამტკიცდებ