1. სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით ამოქმედდება მორატორიუმი ამ კანონით დადგენილი წესით.

2. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტიდან დაუშვებელია გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენა.

3. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მომენტიდან, გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით დასაშვებად ცნობილი განცხადების განხილვა უნდა შეჩერდეს რეაბილიტაციის საკითხზე განჩინების გამოტანამდე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლა