1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო განცხადების კრედიტორის მიერ წარდგენის შემთხვევაში – მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადები შესაძლებელია გაგრძელდეს სასამართლოს მიერ ერჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინების გამოტანის გზით. გაგრძელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების დასაშვებობის განხილვისთვის განსაზღვრულ ვადას.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, საქმის გარემოებების უკეთესად გამორკვევის მიზნით, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც.
3. მმართველად/ზედამხედველად პირის შერჩევის პროცედურას სასამართლო იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებისთანავე. ამ წესით შერჩეულ პირს დაუყოვნებლივ ეცნობება მმართველად/ზედამხედველად მისი მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მაქსიმალურად დროულად იმ გარემოებების შესწავლა და მომზადება, რომლებიც გავლენას ახდენს მმართველის/ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებაზე. ამგვარად შერჩეული პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.
4. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და სახეზეა მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
5. სასამართლოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით. განჩინებაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩეული მმართველის ვინაობა.
6. პირველად რეესტრში შემავალ კრედიტორთა კრება, რომელიც აგრეთვე მოიცავს იმ კრედიტორებს, რომელთა შესახებაც საქმეში მოიპოვება ინფორმაცია, უფლებამოსილია, სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღებამდე, ხმის უფლების მქონე დამსწრე კრედიტორთა 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს რეაბილიტაციის/გაკოტრების სხვა მმართველი და ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მმართველად დანიშნავს კრედიტორთა კრების მიერ არჩეულ პირ