კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:
ა) კრედიტორის (კრედიტორების) სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) რეესტრში შეტანის დღისათვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა მოთხოვნის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე მითითებით;
დ) ვალის მოცულობა;
ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – მითითება იმის თაობაზე, თუ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კრედიტორის აღიარება, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების მიხედვით, უნდა მოხდეს ცალ-ცალკ