1. სასამართლო უფლებამოსილია, კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, მიიღოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) აუკრძალოს მოვალეს მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის, პირობადებული საკუთრების დათქმით ან სხვა საფუძვლით გადაცემული ნივთების დაბრუნება;

ბ) დააწესოს შეზღუდვები ან აუკრძალოს მოვალეს ქონების განკარგვა, მათ შორის, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, შეაჩეროს მოვალის მიერ დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც მოვალეს ქონების განკარგვას ავალდებულებს;

გ) აუკრძალოს მოვალის კონტრაქტორებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მოვალისათვის მიწოდების შეწყვეტა, შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მიზეზით, თუ მოვალე მათ მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს ასრულებს;

დ) სხვა ღონისძიებები, რომელიც პირდაპირ არ არის ამ პუნქტით განსაზღვრული და რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილად ჩაითვლება საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.

2. თუ მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, სასამართლო საკითხს წყვეტს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით. სხვა შემთხვევაში, მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი შეტანიდან 5 დღის ვადაშ