1. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი იწყება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან. გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის ან საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სასამართლო იღებს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია საკითხის განსახილველად დანიშნოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირების სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სასამართლო ვალდებულია, რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან 30 დღის ვადაში გადაწყვიტოს კრედიტორთა ხმის უფლების საკითხები, რომელთა მომზადებისა და სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულებაც ეკისრება მმართველს/ზედამხედველს რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზ