1. ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი განხორციელდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალესთან დაკავშირებული პირია – ორი წლის განმავლობაში.

2. ქმედება, რომელიც მოვალემ კრედიტორებისათვის ზიანის მიყენების განზრახვით განახორციელა, შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი განხორციელდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე სამი წლის განმავლობაში.

3. ქმედება განხორციელებულად ითვლება მისი ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომისას. ისეთი ქმედებების განხორციელების მომენტად, რომლებიც ნაწილ-ნაწილ ხორციელდება, ჩაითვლება ბოლო ქმედების განხორციელების ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომის მომენტ