1. მმართველს, ასევე რეაბილიტაციის ზედამხედველს, უფლება აქვს საცილოდ გახადოს შემდეგი ქმედებები:
ა) გადახდისუუნარობის მასის განზრახ შემცირება – ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის მასის შემცირებას, მოვალის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვას ან გადამალვას გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას კრედიტორებისათვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მისაღწევად, ან გადახდისუუნარობის მასისთვის სხვაგვარად ზიანის მიყენებას;
ბ) გადახდისუუნარობის მასის გაუფასურება – ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გადაცემა, რაც განხორციელდა მოვალის გადახდისუუნარობის დადგომამდე, ან რამაც გამოიწვია მოვალის გადახდისუუნარობა და რომლის შედეგია გადახდისუუნარობის მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება, მათ შორის:
ბ.ა) მოვალის ქონების განკარგვა;
ბ.ბ) ვალდებულების აღება მოვალის მიერ, თუ ეს ხორციელდება უსასყიდლოდ, ან თუ ამის სანაცვლოდ მოვალე იღებს არასათანადო საპასუხო შესრულებას. არასათანადო საპასუხო შესრულება სახეზეა, როდესაც მოვალე იღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ამას ჩვეულებრივ მიიღებდა სხვა ნებისმიერი პირი, ხოლო თუ ამის დადგენა შეუძლებელია, შესრულების შესაბამისობა უნდა დადგინდეს მოვალის მიერ გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით;
გ) უპირატესობის მინიჭება – ქმედება, რომელიც ხელს უშლის კრედიტორების ამ კანონით დადგენილი წესით დაკმაყოფილებას, ან/და ქმედება, რომელიც ისეთ უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ კრედიტორს, რომელიც მას არ ექნებოდა საცილო ქმედების გარეშე, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც დამდგარი არ არის, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმება გათვალისწინებული იყო ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას.
2. ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების წესი არ ზღუდავს სხვა კანონებით, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც უკავშირდება მოვალის ქონების გადამალვას ან სხვაგვარად არაკეთილსინდისიერ განკარგვას. ამასთან, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული ბათილობის ან ზიანის ანაზღაურების სხვა წინაპირობა, ასეთი დავა განიხილება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესი