1. პირი, რომელიც უფლებამოსილია, სანივთო ან ვალდებულებითი მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვოს გადახდისუუნარობის მასიდან კონკრეტული ქონების გამოცალკევება, გადახდისუუნარობის მიზნებისთვის, არ წარმოადგენს კრედიტორს. ასეთი გამოცალკევების წესი რეგულირდება კანონმდებლობით.
2. მმართველს/ზედამხედველს უფლება აქვს, მიატოვოს საკუთრების უფლება ისეთ ქონებაზე, რომელსაც არ გააჩნია ლიკვიდური ღირებულება და რომლის რეალიზაციაც კრედიტორთა სასარგებლოდ შეუძლებელია, ან მოახდინოს მისი რეალიზაცია, თუ ამ ქონების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი მის საბაზრო ღირებულებას აღემატება.
3. გადახდისუუნარობის მასიდან შეიძლება ამოღებულ იქნეს ისეთი ქონება, რომელთან მიმართებაშიც მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორმხრივი ვალდებულებები არსებითად შესრულებულია და ეს ხელშეკრულება ქონების მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, იღებს მმართველი/ზედამხედველი.
4. მმართველი/ზედამხედველი დაინტერესებულ პირს უარს ეტყვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადახდისუუნარობის მასიდან ამოღებაზე, თუ ამგვარი გადაწყვეტილება მოვალის რეაბილიტაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება, იმ პირობით, რომ რეაბილიტაციის შედეგად, მოცემული კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება.
5. თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით არსებითად დასრულებულია სააღსრულებო წარმოება და სახეზეა საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა, ასეთი ქონება უნდა გამოიყოს და უფლებამოსილ პირს გადაეცე