თავი IV — გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები
1. მმართველი/ზედამხედველი ამ კანონის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ კრედიტორთა რეესტრს ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. ნებისმიერ კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრი გაასაჩივროს სასამართლოში მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული დაჩქარებული წესით.
2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინებით. სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მმართველს/ზედამხედველს ცვლილება შეაქვს კრედიტორთა რეესტრში და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით.
3. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება არ გამორიცხავს მმართველის/ზედამხედველის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მასში ცვლილებების შეტანას. ყოველი ცვლილება უნდა აისახოს კრედიტორთა რეესტრში და გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით.
თავი V
მორატორიუ
მთავარი მონაცემები
ვადა10 დღის ვადაში
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-56-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2022
…პროცესის სწორად წარმართვისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური წესით ადმინისტრირება. სპეციალური კანონი ითვალისწინებს კრედიტორთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესებს (სპეციალური კანონის 52-ე, 53-ე, 54-ე მუხლები). კრედიტორთა რეესტრში შეიტანება კრედიტორთა მოთხოვნები და იგი წარმოადგენს მოვალის ქონებრივი მდგომარეობის დადგენის ცენტრალურ დოკუმენტს. შესაბამისად,…
…გასაჯაროვებიდან 10 დღიან ვადაში კრედიტორთა რეესტრის სარჩელით გასაჩივრებით. მიუთითებს სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, 54-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია საკუთარი ინფორმაცია არსებული ვალდებულების თაობაზე.…
ნორმატიული აქტების პროექტები „საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები“, მუხლი 54, №0, 06.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016546 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4792392/muxli-54/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია