1. შეცილების უფლების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 1 წელს, რომელიც აითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის თარიღიდან.
2. შეცილების განხორციელებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეცილების უფლების განმახორციელებელ პირს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ბრალეულად გააჭიანურებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვას, საპირისპიროს დამტკიცებამდე ჩაითვლება, რომ იგი მოქმედებდა გადახდისუუნარობის მასის შემცირების/კრედიტორისთვის ზიანის მიყენების განზრახვით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განზრახვის არსებობის დადგენისას, სასამართლო აფასებს:
ა) იყო თუ არა სარგებლის მიმღები მოვალე ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მოვალესთან დაკავშირებული პირი;
ბ) ინარჩუნებს თუ არა მოვალე რეალურ ეკონომიკურ კონტროლს განკარგულ ქონებაზე;
გ) განხორციელდა თუ არა მოვალის ყველა ან არსებითად ყველა აქტივის განკარგვა დროის მოკლე პერიოდში;
დ) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების შესახებ გაფრთხილების წარდგენის ან მოვალის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ;
ე) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა მოვალის მიერ მნიშვნელოვანი ოდენობის ვალის აღების პარალელურად;
ვ) სხვა ნებისმიერ გარემოებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს განზრახვის არსებობაზე.
5. სასამართლო არ დააკმაყოფილებს შეცილების შესახებ მოთხოვნას, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ:
ა) მოვალე და შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ქმედება შეესაბამებოდა მოვალესა და შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებულ ჩვეულებრივ სამეწარმეო ურთიერთობას, ან კონკრეტულ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს;
ბ) საცილო ქმედების განხორციელების შემდეგ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს გადასცემს შესაბამისი ღირებულების ნივთს ან სხვაგვარად შეავსებს მოვალის ქონებას;
გ) შეცილების მოწინააღმდეგე მესამე პირმა, რომელიც არ არის მოვალესთან დაკავშირებული პირი ან/და კრედიტორი, არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა მოვალის გადახდისუუნარობის თაობაზე.
6. ამ თავის მიზნებისათვის, პირი მოვალესთან დაკავშირებულ პირად ითვლება მაშინაც, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მასსა და მოვალეს შორის ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა შეწყვეტილია, მაგრამ ეს ურთიერთობა არსებობდა საცილო ქმედების განხორციელების დროს ან ამ ქმედების განხორციელებამდე 3 თვის განმავლობაშ