1. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ყველა დირექტორს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებით, თითოეული დირექტორი ვალდებულია, გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის ოდენობასაც წყვეტს რეაბილიტაციის მმართველი, ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან და მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის შედგენასა და განხორციელებაში.

2. რეაბილიტაციის მმართველი თავის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით და ფარგლებშ