1. კრედიტორთა კომიტეტის წევრები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მათი გადაწყვეტილებები და რჩევები საუკეთესოა რეაბილიტაციის გეგმის კრედიტორთა ინტერესების შესაბამისად განხორციელებისათვის.

2. კრედიტორთა კომიტეტის წევრები ანგარიშვალდებულნი არიან კრედიტორების წინაშე.

3. კრედიტორთა კომიტეტის წევრები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ იმ ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც მათ განახორციელეს/მიიღეს მოვალის ან კრედიტორებისათვის განზრახ ზიანის მიყენების მიზნით, ან საკუთარი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნების მისაღწევად გამოყენებისათვის.

4. კრედიტორთა კომიტეტის წევრი ვალდებულია, არ გაახმაუროს მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეაბილიტაციის მმართველის შესახებ მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია საკუთარი ან საკუთარ თავთან დაკავშირებული პირის კერძო ინტერესებისათვის. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში როგორც კრედიტორებს, ისე მოვალეს, შეუძლიათ კრედიტორთა კომიტეტის შესაბამისი წევრისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურებ