1. უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უპირატესობა ენიჭება სხვა კრედიტორულ მოთხოვნებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კრედიტორი თანახმაა სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების მიღების შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებები სრულდება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს სარჩელით, მოცემული მოთხოვნის ნაწილში მორატორიუმის მოხსნის მოთხოვნი