1. რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი, მაგრამ არაუგვიანეს სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებიდან 1 თვისა.

2. რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შედეგად მისი შესრულება სავალდებულოა:

ა) გეგმის მონაწილე ყველა მხარისა და იმ პირებისთვის, ვისაც რეაბილიტაციის გეგმა ეხება;

ბ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც არ იქნა აღიარებული ამ კანონის შესაბამისად;

გ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთაც გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

3. ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმა არ ათავისუფლებს მოვალეს:

ა) იმ ვალისგან, რომელიც წარმოიშვა გეგმის დამტკიცებამდე, თუ კრედიტორს არ გაეგზავნა შეტყობინება ამ კანონით დადგენილი წესით და სავარაუდოა, რომ კრედიტორისათვის არ იყო ცნობილი ან/და ვერ იქნებოდა ცნობილი მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;

ბ) იმ საგადასახადო ვალდებულებისგან, რომელთან დაკავშირებითაც მან საგადასახადო დეკლარაცია წარადგინა თაღლითურად, მოტყუებით ან გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნი