1. რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია, სარჩელის წარდგენის გზით, გაასაჩივროს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ქმედება, რომლითაც არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად, ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად;

ბ) რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი მას სთავაზობს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებდა მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად, ან/და სხვა კრედიტორების ან პარტნიორების საერთო ინტერესებთან ერთად;

გ) რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის უფლებამოსილებებს.

2. სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და დაავალოს რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისაგან თავის შეკავება.

3. დაუშვებელია სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანა, თუ ეს ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის რეაბილიტაციის გეგმის შესრულება