1. სასამართლო უფლებამოსილია, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე, განიხილოს და გამოიკვლიოს რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი.

2. განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის მმართველმა/ზედამხედველმა მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში:

ა) არამართლზომიერად გამოიყენა ან პირად მფლობელობაში დაიტოვა ან არამართლზომიერად განკარგა მოვალის ფული ან სხვა ქონება;

ბ) დაარღვია ფიდუციური მოვალეობა;

გ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.

3. თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას, იგი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს დააკისროს:

ა) მოვალის ფულის ან ქონების დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა;

ბ) პროცენტის გადახდა;

გ) მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და უგზავნის სათანადო მასალებს. აღნიშნული საფუძვლით პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დადასტურება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი