1. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი, საკუთარი ინიციატივით ან უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობით, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ისეთი ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით, რომელიც არ არის აუცილებელი რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად.

2. თუ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი არ მიმართავს სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნით უზრუნველყოფილი კრედიტორის შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია უშუალოდ მიმართოს სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის თაობაზე, ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი ვალდებულია ამტკიცოს, რომ ქონება, რომელზედაც კრედიტორი ითხოვს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმებას და მის რეალიზაციას, აუცილებელია რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად.

3. თუ მოვალეს კრედიტორთან/კრედიტორებთან გააჩნია უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის ვადა აღემატება 5 წელს და მოვალე ასრულებს აღნიშნული ურთიერთობიდან წარმოშობილ მიმდინარე ვალდებულებებს, ასეთი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების გზით, რეაბლიტაციის გეგმისგან დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამით აშკარა ზიანი ადგება კრედიტორს.

4. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების მორატორიუმისგან გათავისუფლებისა და რეალიზაციის შედეგად ამ ქონებაზე უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის/გირავნობის შემდეგ არის რეგისტრირებული.

5. თუ ერთი და იგივე ქონება ერთზე მეტჯერ არის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული, ასეთი ქონების რეალიზაციით ამონაგები ფულადი თანხები მიემართება უზრუნველყოფილი მოთხოვნების, მათ შორის, უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნების, დასაკმაყოფილებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესი