იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორთა კრება არ მოიწონებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ამ კანონით დადგენილი წესით, რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, დაამტკიცოს მოცემული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ამ კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად, თუ სახეზეა ერთდოულად შემდეგი პირობები:

ა) არაუზრუნველყოფილ ან უზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფმა მოიწონა შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ამ კანონით დადგენილი უმრავლესობით;

ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი რეალურად განხორციელებადია და კრედიტორთა უფლებები დაცულია ამ თავის შესაბამისა