1. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება მიღწეული იქნა მოტყუებით ან თაღლითური გზით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, გააუქმოს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა მისი დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2. რეაბილიტაციის გეგმის გაუქმების შესახებ განჩინება უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ნებისმიერი პირისთვის, რომელიც კეთილსინდისიერად ენდობოდა გეგმის მართლზომიერებას. ამავე განჩინებით უქმდება მოვალის ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული კრედიტორის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმაში და, თუ კრედიტორის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, გაითვალისწინოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი წესით, მოთხოვნის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მოუსმენს მოვალე