1. სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/ზედამხედველს, მისი მიმართვის საფუძველზე, განჩინებით მისცეს ისეთი ქონების განკარგვის უფლება, რომელიც პირობადებული საკუთრების თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე მოვალის მფლობელობაშია და მოვალე რეალურად სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით ამ ქონებაზე.

2. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას იღებს მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ქონების განკარგვა ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას, ასევე თუ პირობადებული საკუთრების თაობაზე ხელშეკრულებით წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება ქონების განკარგვის შედეგად მიღებული შემოსავლით.

3. სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების მინიმალური საბაზრო ღირებულება, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს ქონების განკარგვ