1. რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გადადგომა;

ბ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

გ) სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გათავისუფლება;

დ) რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის გარდაცვალება;

ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა;

ვ) რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულება.

2. რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი შეიძლება თანამდებობიდან გადადგეს მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.

3. სასამართლო ვალდებულია გასცეს თანხმობა რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომაზე, თუ სახეზეა რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე როდესაც რეაბილიტაციის მმართველის გადადგომის მოთხოვნა უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

4. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება გადადგომამდე სულ მცირე 10 სამუშაო დღით ადრე.

5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე, რომლის თანამდებობიდან გადადგომის ან შეცვლის საკითხიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა ან შეჩერება ავტომატურად იწვევს რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტას, რის თაობაზეც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კრედიტორებს და სასამართლო