1. რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება.

2. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს გადარჩენას, რის შედეგადაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც მცირდება, ეთანხმება ამგვარ შემცირებას;

ბ) კრედიტორთა ერთობლიობისთვის, როგორც ერთი მთლიანობისთვის, იმაზე უკეთესი შედეგის მიღწევას, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა მოვალის იმთავითვე გაკოტრებისას, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რამდენსაც მოვალის იმთავითვე გაკოტრებისას მიიღებდა. ეს შეიძლება, მათ შორის, მოიცავდეს მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, გადარჩენას, ასევე მოვალის ან მისი ქონების მთლიან/არსებითად მთლიან გასხვისებას ან მართვას კრედიტორების გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით.

3. რეაბილიტაციის რეჟიმში უპირატესობა ენიჭება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის გეგმა არ იქნება გონივრულად განხორციელებადი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მინიმუმზე ნაკლებით დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტორი დაეთანხმება ამგვარ შემცირება