„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №556 |
|
2020 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 070010110.22.027.016092) დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს აგრეთვე კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორის მიერ მისაღებ თანხაზე უარის თქმით. კრედიტორულ მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შემძენის მიერ შეტანილ უნდა იქნეს თანხა, რომლითაც დაიფარება კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, ასევე კრედიტორთა მოთხოვნები იმ ოდენობით (გარდა იმ კრედიტორისა, რომელმაც უარი თქვა მოთხოვნაზე), რასაც მიიღებდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქონების ფასის სრულად შეტანის შემთხვევაში. გაკოტრების მმართველის მიერ მოვალის გაკოტრების ანგარიშის შედგენისას მხედველობაში მიიღება კრედიტორის განცხადება/კრედიტორსა და აუქციონში გამარჯვებულს (ქონების შემძენს) შორის გაფორმებული წერილობითი გარიგება მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) კრედიტორის წერილობითი განცხადება მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის შესაბამისი ნაწილის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, თუ კრედიტორი და აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) ერთი და იგივე პირია. განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო სანოტარო აქტით; ბ) კრედიტორსა და აუქციონში გამარჯვებულს (ქონების შემძენს) შორის გაფორმებული წერილობითი გარიგება მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის შესაბამისი ნაწილის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, თუ კრედიტორი და აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) სხვადასხვა პირია. გარიგებაზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო სანოტარო აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|