1. მოთამაშის მოწყობილობის მოთხოვნებია:
ა) მოთამაშის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო ვებგვერდზე შესვლისას ვებგვერდმა უნდა უზრუნველყოს მოთამაშის ბოლო შემოსვლის დროისა და თარიღის ჩვენება;
ბ) ოპერატორის სისტემას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, დაადგინოს, რომ მოთამაშის მოწყობილობა:
ბ.ა) არ შეიცავს სათამაშო ლოგიკას, რომელსაც შეუძლია თამაშის შედეგის განსაზღვრა;
ბ.ბ) არ ახდენს არაავტორიზებულ მონაცემთა შეგროვებას ან ფაილების ამოღებას; არ უნდა შეიცავდეს კომპიუტერულ ვირუსებს ან ნებისმიერ სხვა პროგრამას, რომელიც არღვევს მოწყობილობის და მასში განთავსებული მონაცემების დაცულობას.
ბ.გ) არ იყენებს ავტომატიზებულ კომპიუტერულ პროგრამას ან სხვა მეთოდებს, რომელიც განკუთვნილია სისტემურ-ელექტრონულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების ავტომატიზების მიზნით.
2. სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ოპერატორის სისტემას უნდა გააჩნდეს ტექნიკური შესაძლებლობა, გამოიყენოს მინიმუმ SSL დაშიფვრა მოთამაშეთა მოწყობილობებთან კავშირისა