მოთამაშის სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის შექმნის მიზნით, სისტემურ-ელექტრონულმა ოპერატორმა, მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სისტემის/პლატფორმის ან/და მისი სხვადასხვა კომპონენტების/მოდულების მეშვეობით:
ა) უნდა შექმნას მოთამაშის ელექტრონული ფაილი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე:
ა.ა) მოთამაშის სახელსა და გვარს;
ა.ბ) მოთამაშის დაბადების თარიღს;
ა.გ) მოთამაშის პირად ნომერს ან პასპორტის მონაცემებს;
ა.დ) მოთამაშის ანგარიშის უნიკალურ ნომერს ან/და შერჩეულ მომხმარებლის სახელს;
ა.ე) მოთამაშის რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.ვ) მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ა.ზ) მოთამაშის ტელეფონის ნომერს;
ა.თ) ნებისმიერი სხვა მოპოვებული ინფორმაცია მოთამაშის მხრიდან ოპერატორის მიერ, რომელიც გამოყენებულ იქნა მოთამაშის პიროვნების დასადგენად;
ა.ი) მოთამაშის პიროვნების ვერიფიკაციის მეთოდი;
ა.კ) მოთამაშის პიროვნების ვერიფიკაციის თარიღი;
ბ) უნდა მოთხოვოს მოთამაშეს პაროლის შექმნა ან/და სხვა დაცვითი მექანიზმებით სარგებლობა, ასევე რეკომენდაცია გაუწიოს მოთამაშეს, რომ მან ისარგებლოს ძლიერი ავთენტიკაციის მეთოდით;
გ) უნდა შეინახოს მოთამაშის მიერ ოპერატორის წესებსა და პირობებზე დათანხმების ფაქტი;
დ) მოიპოვოს და შეინახოს მოთამაშის განცხადება/დასტური, რომ მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და რომ მისთვის არ არის აკრძალული სისტემურ-ელექტრონულ თამაშობაში მონაწილეობის მიღება;
ე) მოიპოვოს და შეინახოს მოთამაშის დასტური იმის შესახებ, რომ საქართველოში მოთამაშის მინიმალური დაშვებული ასაკი არის 18 წელი და რომ მოთამაშეს ეკრძალება ანგარიშით სარგებლობის უფლების მინიჭება ნებისმიერი სხვა პირისთვის;
ვ) აცნობოს მოთამაშეს ანგარიშის გააქტიურება ელექტრონული საშუალებით;
ზ) დაშიფროს მოთამაშის ფაილში არსებული ინფორმაცია, ასევე:
ზ.ა) მოთამაშის პირადი ნომრის ან/და სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ნებისმიერი ნაწილი;
ზ.ბ) მოთამაშის პაროლ(ებ)ი;
ზ.გ) მოთამაშის პირადი ფინანსური ინფორმაცია;
თ) ოპერატორებს ეკრძალებათ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებული რეკლამის გაგზავნა იმ მოთამაშეებისთვის, რომელთა ანგარიშებიც დაბლოკილი ან შეჩერებულია;
ი) მოთამაშეებმა ანგარიშის შექმნისას უნდა გაიარონ ძლიერი ან ორბიჯიანი ავთენტიკაცია;
კ) ოპერატორებს, შიდა კონტროლის ფარგლებში, უნდა გააჩნდეთ მოთამაშეთა მიერ ანგარიშის შექმნის, მოდიფიკაციის და გაუქმების ნათლად ჩამოყალიბებული პროცედურა;
ლ) თუ მოთამაშის ანგარიშზე აქტივობა არ მომხდარა 15 წუთის განმავლობაში, მან თავიდან უნდა შეიყვანოს ავტორიზებისთვის საჭირო მონაცემები;
მ) ავტორიზების 3 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოთამაშის ანგარიში უნდა დაიბლოკოს;
ნ) ყველა მოთამაშეს უნდა მიენიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
ო) მოთამაშეებს უნდა შეეძლოთ მომხმარებლის სახელების შექმნა, რომელიც გამოჩნდება და ხელმისაწვდომი იქნება სხვა მოთამაშეების მიერ რიგ თამაშებში, როგორიცაა Peer-to-Peer თამაშები;
პ) მოთამაშეებს ეკრძალებათ ფსონების განთავსება, თუ მათი სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიში არ შეიცავს ფსონის განსათავსებლად საკმარის თანხა