1. პური და პურ-ფუნთუშეული: წინადღის გამომცხვარი ხორბლის პური, ნამცხვარი, მშრალი ბისკვიტი, მშრალი ნამცხვარი, უცხიმო ფუნთუშა ან ღვეზელი კვირაში 1-2-ჯერ.
2. წვნიანი: რძის, ბურღულეულის, გახეხილი; რძის გახეხილ ბოსტნეულზე მომზადებული (გამონაკლისია კომბოსტო). რძისა და დაქუცმაცებული ვერმიშელით დამზადებული წვნიანი, გახეხილი ბოსტნეულის (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი) წვნიანი, შეზავებული კარაქით ან რაფინირებული ზეთით.
3. ხორცისა და თევზის კერძები: თევზისა და ხორცის (საქონლის, ფრინველის, კურდღლის, ფარგას, ქორჭილას, ვირთევზას) უცხიმო ნაწარმი ძარღვების, კანისა და ფასციების გარეშე, ძირითადად დაკეპილი, ორთქლზე ან წყალზე მოხარშული, ნაჭრებად მოხარშული თევზის, ფრინველის ან ხორცის ნაზი ნაწილები.
4. ბურღულეულის კერძი და გარნირი, მაკარონის ნაწარმი: გახეხილი რძის ფაფა (გარდა ფეტვისა), ორთქლზე მომზადებული გახეხილი პუდინგი, მოხარშული ვერმიშელი ან წვრილად დანაწევრებული მაკარონი.
5. ბოსტნეულის კერძი და გარნირი: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა პიურეს სახით, ორთქლის პუდინგი ქერქის გარეშე.
6. კვერცხის კერძი: თოხლო კვერცხი, ორთქლზე გამოყვანილი ომლეტი.
7. რძე, რძის პროდუქტები და მათგან დამზადებული კერძები: ნატურალური რძე, ნაღები, ქარხნული წესით დამზადებული ახალი უმარილო ხაჭოს კერძი სუფლე, მობრაწულა, გირცი, არაჟანი, კალცინირებული ხაჭო, უმარილო ყველი.
8. ხილი, კენკრა, ტკბილეული: ხილი, კენკროვანი ტკბილი სახეობის, მწიფე, მოხარშული, გახეხილი და შემწვარი, ტკბილი კენკროვანის წვენი, მარწყვი, ჟოლო, სანახევროდ წყლით განზავებული; თაფლი, ჯემი, მურაბა, პასტილა, ზეფირი, მარმელადი უესენციოდ.
ცხრილი 3
სანიმუშო ერთდღიანი მენიუ – დიეტა №1 (2200 კკალ)
კერძის დასახელება
გამოსავალი, გ
ცილები, გ
ცხიმები, გ
ნახშირ-
წყლები, გ
პირველი საუზმე
თოხლო კვერცხი (1 ცალი)
48
5,1
5,4
0,2
წიწიბურას გახეხილი რძიანი ფაფა
200
7,1
8,3
30,2
ჩაი
180
მეორე საუზმე
შემწვარი ვაშლი
150
0,45
-
34,7
სადილი
მაწვნის შეჭამანდი ბრინჯით, გახეხილი
400
5,2
11,7
26,4
ხორცის გუფთა ორთქლზე დამზადებული
100
15,3
13,2
10,5
ასკილის ნახარში (1 ჭიქა)
180
ორცხობილა პურის დღიური ნორმიდან
-
-
-
-
ვახშამი
ორთქლზე დამზადებული ბრინჯის კატლეტი
210
7
9
45
ხილის კისელი
180
0,18
-
36,3
ღამით
რძე ერთი (1 ჭიქა)
200
5,6
7,0
9,0
დღის განმავლობაში
თეთრი ორცხობილა
150
150
27,6
102,3
შაქარი
25
-
-
24,9
კარაქი
10
0,03
8,2
0,09
სულ:
79
69,7
309
9. საწებელი და სანელებელი: რძის სანელებელი ბეშამელი, ხილის საწებელი, კამა, ოხრახუშის ფოთლები მცირე რაოდენობით.
10. ცხიმი: კარაქს უმატებენ მზა კერძს, მზესუმზირას ზეთს იღებენ ნატურალური სახით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი კარგად იტანს.
11. სასმელი: რძიანი ან ნაღებიანი ღია ფერის ჩაი. უმი ბოსტნეულის (სტაფილოს, ჭარხლის) წვენი, ასკილისა და ხორბლის ქატოს ნახარში.
ყველა ჩამოთვლილი რეკომენდაციის გათვალისწინებით წარმოდგენილია ერთდღიანი სანიმუშო დიეტა №3 ცხრილის სახით.
თავი V. სამკურნალო კვება გასტრიტის დროს. დიეტა №