2. სამკურნალო კვება ემყარება არა მარტო კლინიკურ სიმპტომებს, არამედ იგი ითვალისწინებს ავადმყოფის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების თავისებურებებს. ამისათვის კი აუცილებელია ორგანიზმის უზრუნველყოფა კვების შეუცვლელი ფაქტორებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ესენციალური ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით.
3. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რითმს. რეკომენდებულია საკვების მიღება ყოველ 3-4 საათში პატარ-პატარა ულუფებად. გამორიცხულია ზედმეტად ცხელი და ცივი საკვები. გასტროდუოდენალურ სისტემაში ანთებითი პროცესის მოსახსნელად იზღუდება მარილის რაოდენობა 4-5 გ-მდე დღეში.
4. დიეტის აგებისას ითვალისწინებენ საკვების გავლენას კუჭის სეკრეტორულ და მამოძრავებელ ფუნქციაზე.
5. კუჭზე ზემოქმედების მიხედვით ყველა საკვები ნივთიერება შეიძლება დაიყოს კუჭის სეკრეციის ძლიერ და სუსტ ამგზნებლებად:
ა) კუჭის სეკრეციის სუსტი გამომწვევებია: რძის წვნიანები ბურღულით ან ბოსტნეულით (კარტოფილით, სტაფილოთი და ჭარხლით), კარგად მოხარშული ხორცი და მოხარშული ნედლი თევზი, წინადღის გამომცხვარი თეთრი პური, რძე და რძის პროდუქტები (ხაჭო, ყველი), კვერცხი თოხლო ომლეტის სახით, ტუტე წყლები ნახშირმჟავას გარეშე, სუსტი ჩაი, ცხიმები, რძის თხელი ფაფები;
ბ) სეკრეციის ძლიერ აღმძვრელებს მიეკუთვნება: სანელებლები (მდოგვი, დარიჩინი, პირშუშხა და სხვ.), ნახშირმჟავასა და ალკოჰოლის შემცველი სასმელები, ყავა, ყველა შემწვარი კერძი (მცენარეული და ცხოველური წარმოშობის), კონსერვები, ხორცის, თევზის, სოკოს ნახარშები, ექსტრაქტული ნივთიერებებეის შემცველი კერძები (მაგალითად, ხორცის ბულიონები), ბოსტნეულის მაგარი ნახარშები, შავი პური, მაგარი ჩაი.
6. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც პროდუქტის მომზადების ხერხებს, ასევე მის კონსისტენციასაც. კუჭის წვენის სეკრეციაზე ზეგავლენას ახდენს საკვების კონსისტენცია. ასე, მაგალითად, ხორცის ნაჭერი უფრო დიდხანს ყოვნდება კუჭში, ვიდრე ხორცის სუფლე. თხევადი და ფაფისებრი საჭმელი უფრი სწრაფად ტოვებს კუჭს, ვიდრე მყარი. არსებითი მნიშვნელობა აქვს საკვების ქიმიურ შემადგენლობასაც. კუჭს სწრაფად ტოვებს ნახშირწყლები, შედარებით გვიან – ცილები და უფრო დიდხანს რჩება ცხიმები.
თავი IV. დიეტა №
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 8. 1. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს დიეტური მკურნალობა უნდა წარიმართოს ზემოქმედების პრინციპით: ა) დაავადების კლინიკურ გამოვლინებაზე; ბ) დარღვეულ მეტაბოლიზმზე; გ) სხვა მარეგულირებელ სისტ
თავი III — სამკურნალო კვება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და გამიზნულია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დიეტოთერაპიის ჩასანერგად. აღნიშნული დო
- მუხლი 4. 1. საკვები ნივთიერებების თანაფარდობა ოპტიმალურია, თუ რაციონის კალორიულობის 12% კომპენსირებულია ცილებით, 30% – ცხიმებით და 58% – ნახშირწყლებით. დღიური რაციონის საშუალო ენერგეტიკული ღირებულება 2800 კკალ
- მუხლი 5. სამკურნალო კვების ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. სამკურნალო კვება უნდა შემუშავდეს ავადმყოფი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნების საფუძველზე. ამიტომ ყოველგვარი დიეტა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მუხლი 7. 1. სამკურნალო კვება დინამიკური უნდა იყოს. დინამიკურობის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ყოველგვარი სამკურნალო დიეტა, ამა თუ იმ თანაფარდობით, შემზღუდველია, აქედან გამომდინარე, ცალმხრივია და არასრულფა
- მუხლი 9. 1. დიეტა №1 გამოყენებულია წყლულოვანი დაავადებებისა და ქრონიკული გასტრიტების დროს, რომელიც მიმდინარეობს ნორმალური ან მომატებული კუჭის სეკრეციით, რემისიისა და გამწვავების ჩათავების ფაზაში; სეკრეციული უკ
- მუხლი 10. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 11. 1. დიეტა №2 გამოყენებულია სეკრეტორული უკმარისობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში ენტერიტისა და კოლიტის მყრი რემისიის პერიოდში, მომნელებელი სისტემის მოშლილობისას; მწვავე ინფექციისა და ოპერაც
- მუხლი 12. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 13. 1. დიეტა №3 გამოიყენებადი კონეზიის სინდრომის უპირატესობით მომდინარე ნაწლავების ქრონიკული დაავადების დროს არამკვეთრი გამწვავების და რემისიის პერიოდში
- მუხლი 14. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-8/