1. სამკურნალო კვება კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მას უნიშნავენ თერაპიის სხვადასხვა სახეობასთან (ფარმაკოლოგიური პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები და სხვ.) კომპლექსში. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის დაავადებების დროს, სამკურნალო კვება ასრულებს თერაპიული ფაქტორის ერთ-ერთ ძირითად როლს, სხვა შემთხვევაში ქმნის სასურველ ფონს თერაპიული ღონისძიებების ეფექტურად წარმართვისათვის.
2. კვების რაციონის აგების ფიზიოლოგიური პრინციპების შესაბამისად, სამკურნალო კვებას უნიშნავენ სადღეღამისო რაციონის სახით, რომელსაც დიეტა ეწოდება. პრაქტიკაში გამოყენებულ ნებისმიერ დიეტას უნდა ახასიათებდეს შემდეგი ნიშნები:
ა)ენერგეტიკული ღირებულება და ქიმიური შემადგენლობა (განსაზღვრული რაოდენობით ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები);
ბ) საკვების ფიზიკური თვისებები (მოცულობა, მასა, კონსისტენცია, ტემპერატურა);
გ)დაშვებული და რეკომენდებული საკვები პროდუქტების საკმაოდ სრული ჩამონათვალი;
დ) საკვების კულინარული დამუშავების ხერხები;
ე) კვების რეჟიმი (საკვების მიღების ჯერადობა, კვების დრო, სადღეღამისო რაციონის განაწილება) (ცხრილი 2).

ცხრილი 2

პროდუქტების სანიმუშო მენიუ-განაწილება

დღის რეჟიმი
პრდუქტების დასახელება და წონა გრამებში 1 სულ ადამიანზე დღეში

ხორცუელი
ცხიმები

ბოსტნეული

ხორცი
თევ-ზე-
ული
კარაქი
მცენ
არე
ული ზეთი
ბრი-ნჯი
ბურ
ღულ
ეუ
ლი
ფქვ-ილი
კარ-
ტო
ფი-
ლი
კომ
ბოს
ტო
სტა-
ფი-
ლო
ხახ
ვი
პომი-
დო
რი,კიტ-რი
ტო
მატ-
პას-
ტა
რძის პროდ-უქტე-ბი

პირველი საუზმე

მეორე საუზმე

სადილი

ვახშამი

სპროდუქტები დღეში

სულ პროდუ-ქტები დღეში

3. დიეტოთერაპია საჭიროებს დიფერენცირებულ და ინდივიდუალურ მიდგომას. დიეტის სწორად აგება, რომელსაც შეუძლია მოახდინოს თერაპიული ზემოქმედება როგორც დაზიანებულ ორგანოზე, ასევე მთლიანად ორგანიზმზე, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დაავადების საერთო და ადგილობრივი პათოგენური მექანიზმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ხასიათის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ცვლილების, პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის ფაზის, ასევე შესაძლო გართულებებისა და თანამდევი დაავადებების, სქესის, ასაკისა და სხეულის მასის გათვალისწინებით.
4. სამკურნალო კვება უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებს, იგი უნდა ითვალისწინებდეს ავადმყოფი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების თავისებურებებს. ამისათვის საჭიროა ორგანიზმი უზრუნველყოფილი იყოს კვების შეუცვლელი ფაქტორებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ესენციალური ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით