2. დიეტა №1-ის მიზნობრივი დანიშნულება საყლაპავი მილის მაქსიმალური მექანიკური და ქიმიური დაზოგვა, დიეტა ხელს შეუწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენას, კუჭის რეფლექტორული გაღიზიანების დაქვეითებასა და მისგან გამომდინარე ინტეროცეპტული გაღიზიანების შემცირებას.
3. დიეტა №1 შეიცავს ფიზიოლოგიური რაოდენობის ფარგლებში ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ე. ი. დაცულია ამ ძირითადი საკვები ნივთიერებების თანაფარდობა. აკრძალულია ქიმიური და თერმული გამღიზიანებლები, კუჭის სეკრეციის ძლიერი სტიმულატორები. კუჭის მექანიკური დაზოგვა ნაკლებმკაცრია.
4. დიეტა №1-ის ქიმიური შედგენილობა შემდეგნაირია: 80 გ ცილები (60% – ცხოველური), 70 გ ცხიმები (20-30% – მცენარეული), 350-400 გ ნახშირწყლები, 10 გ ნატრიუმქლორიდი, 1,5 ლ თავისუფალი სითხე, ენერგეტიკული ღირებულებაა 9840-10660 კჯ (2350-2550 კკალ).
5. კულინარული დამუშავება. საკვებს ამზადებენ ორთქლზე, ხარშავენ და აწოდებენ გახეხილი სახით.
6. საკვები უნდა იყოს თბილი (40-500C), კვება 4-5 ჯერ დღე-ღამეში