2. „დაზოგვის” პრინციპი ძირითადად გამოყენებულია მკურნალობის დასაწყისში. იგი ითვალისწინებს მკაცრი დიეტის დაცვას. შემდგომში ცალკეული საკვები ნივთიერებების ნაწილობრივი შიმშილის თავიდან აცილების, დარღვეული ფუნქციური მექანიზმების გავარჯიშებისა და აღდგენის მიზნით საჭირო ხდება „ვარჯიშის” პრინციპზე გადასვლა. იგი ხორციელდება „საფეხურების” და „ზიგზაგის” სისტემით. „საფეხურების” სისტემა ითვალისწინებს საწყისი მკაცრი დიეტის თანდათანობით გაფართოებას შეზღუდვის დოზირებული მოხსნის ხარჯზე. „ვარჯიშის” პრინციპზე გადასვლისას გასათვალისწინებელია, რომ დიეტაში როგორც სწრაფი გაფართოება, ასევე ზედმეტად გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორიენტაცია კლინიკური სიმპტომების დინამიკაზე, დარღვეული ფუნქციური მექანიზმების მდგომარეობასა და მათთან დაკავშირებულ შედეგებზე. ეს სისტემა პათოლოგიური პროცესის ლიკვიდაციის შემთხვევაში საშუალებას იძლევა მოვახდინოთ დიეტის თანდათანობითი დოზირებული გაფართოება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამის რაციონალურ კვებაზე გადასვლამდე. „ზიგზაგის” სისტემა ითვალისწინებს დიეტის შედარებით მკვეთრ, მოკლევადიან ცვლილებას. ასეთ დიეტას და, შესაბამისად, მისი გამოყენების დღეებს ეწოდება „კონტრასტული”.
3. „კონტრასტული” დიეტა (დღეები) ორი სახისაა: ა) დამტვირთავი („პლუს-ზიგზაგი”), ბ) განმტვირთავი („მინუს-ზიგზაგი”). დამტვირთავი დიეტა („პლუს-ზიგზაგი”) გამოყენებულია ვარჯიშის პრინციპზე დაყრდნობით. მას ხშირად „სადღესასწაულო დღესაც” უწოდებენ. ამ დროს რაციონში ჩართულია ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც მკვეთრად იყო შეზღუდული ან საერთოდ გამორიცხული ძირითადი დიეტიდან. დამტვირთავი დიეტის პერიოდული დანიშვნა ხელს უწყობს დასუსტებული ფუნქციების ბიძგისებურ სტიმულირებას. ეს დიეტა უზრუნველყოფს ორგანიზმში დეფიციტური საკვები ნივთიერებების შეყვანას, რაც იწვევს მადის გაძლიერებას, ხელს უწყობს ხანგრძლივი და საგრძნობლად მკაცრი დიეტური რეჟიმის დაცვას. განმტვირთავი დიეტა (“მინუს-ზიგზაგი”) ძირითადად დაფუძნებულია რაციონის ენერგეტიკული ღირებულების შეზღუდვასა და ქიმიური შემადგენლობის გარდაქმნაზე, რაც ხელს უწყობს დაზიანებული ფუნქციური მექანიზმის დაზოგვას, ახდენს ცვლითი დარღვევის კორეგირებას. სპეციალური განმტვირთავი დღეების დანიშვნა შეიძლება პერიოდულად („მინუს-ზიგზაგი” 7-10 დღეში ერთჯერ) სხვადასხვა დაავადებების დროს (მკურნალობის დასაწყისში შედარებით მკაცრი დიეტის ფონზე). განმტვირთავი დღეების დანიშვნა მიზანშეწონილია დარღვეული ფუნქციების აღდგენის შემდგომაც, რადგან ამ პერიოდში ავადმყოფები ლაბილურნი არიან და საჭიროებენ პერიოდულ განტვირთვასა და დაზოგვას.
კარი II. სამკურნალო კვება ცალკეული დაავადებების დროს
თავი III. სამკურნალო კვება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დრო
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 7. 1. სამკურნალო კვება დინამიკური უნდა იყოს. დინამიკურობის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ყოველგვარი სამკურნალო დიეტა, ამა თუ იმ თანაფარდობით, შემზღუდველია, აქედან გამომდინარე, ცალმხრივია და არასრულფა
თავი II — სამკურნალო კვების ორგანიზაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და გამიზნულია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დიეტოთერაპიის ჩასანერგად. აღნიშნული დო
- მუხლი 4. 1. საკვები ნივთიერებების თანაფარდობა ოპტიმალურია, თუ რაციონის კალორიულობის 12% კომპენსირებულია ცილებით, 30% – ცხიმებით და 58% – ნახშირწყლებით. დღიური რაციონის საშუალო ენერგეტიკული ღირებულება 2800 კკალ
- მუხლი 5. სამკურნალო კვების ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. სამკურნალო კვება უნდა შემუშავდეს ავადმყოფი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნების საფუძველზე. ამიტომ ყოველგვარი დიეტა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მუხლი 8. 1. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს დიეტური მკურნალობა უნდა წარიმართოს ზემოქმედების პრინციპით: ა) დაავადების კლინიკურ გამოვლინებაზე; ბ) დარღვეულ მეტაბოლიზმზე; გ) სხვა მარეგულირებელ სისტ
- მუხლი 9. 1. დიეტა №1 გამოყენებულია წყლულოვანი დაავადებებისა და ქრონიკული გასტრიტების დროს, რომელიც მიმდინარეობს ნორმალური ან მომატებული კუჭის სეკრეციით, რემისიისა და გამწვავების ჩათავების ფაზაში; სეკრეციული უკ
- მუხლი 10. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 11. 1. დიეტა №2 გამოყენებულია სეკრეტორული უკმარისობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში ენტერიტისა და კოლიტის მყრი რემისიის პერიოდში, მომნელებელი სისტემის მოშლილობისას; მწვავე ინფექციისა და ოპერაც
- მუხლი 12. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 13. 1. დიეტა №3 გამოიყენებადი კონეზიის სინდრომის უპირატესობით მომდინარე ნაწლავების ქრონიკული დაავადების დროს არამკვეთრი გამწვავების და რემისიის პერიოდში
- მუხლი 14. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-7/