2. დიეტა № 2-ის მიზნობრივი დანიშნულებაა კუჭის სეკრეციის სტიმულირება, კუჭისა და ნაწლავების მოძრაობის ფუნქციის ნორმალიზაცია, ნაწლავებში დუღილის პროცესების შემცირება.
3. დიეტა №2 ენერგეტიკული ღირებულებითა და ქიმიური შემადგენლობის მიხედვით სრულფასოვანი დიეტაა, ზომიერი მექანიკური და თერმული დაზოგვით, ქიმიური გამღიზიანებლების შენარჩუნებით. ენერგეტიკული ღირებულებაა 10800 კჯ (2600 კკალ).
4. დიეტა №2-ის ქიმიური შედგენილობა შემდეგია: 80 გ ცილები (60% – ცხოველური), 70 გ ცხიმები (20-25% – მცენარეული), 400 გ ნახშირწყლები, 6 გ ნატრიუმქლორიდი; 1,2-ლ თავისუფალი სითხე.
5. დიეტა №2-ის დროს მიზანშეწონილია საკვების შემდეგნაირი კულინარული დამუშავება: ხარშვა, ჩათუთქვა, დაქუცმაცება და საკვების პიურეს სახით დამზადება, მობრაწვა და შეზღუდული შეწვა უხეში ქერქის წარმოქმნამდე (არ არის დაშვებული ორცხობილაში ამოვლება).
6. კვების რეჟიმი უნდა იყოს დანაწევრებული, 4-5-ჯერ დღეში, თბილი (40-500C)