1. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასავრცელებლად ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის გაცნობას ავიასაწარმოს პერსონალისათვის, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ბ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტიკული ინფორმაციის გავრცელებას;
გ) უსაფრთხოების კონკრეტული ღონისძიების გატარების მიზეზის განმარტებას;
დ) უსაფრთხოების პროცედურების შემუშავების ან ცვლილების მიზეზის განმარტებას.
2. ავიასაწარმო ადგენს პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი პერსონალის ინფორმირებას ავიასაწარმოს მიერ დასახული უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული მიზნების და პროცედურების შესახებ.
3. ავიასაწარმო უსაფრთხოების კომუნიკაციის ეფექტურობის შეფასებისას ამოწმებს, მიიღო თუ არა პერსონალმა და გასაგები იყო თუ არა მათთვის ავიასაწარმოში გავრცელებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტიკული ინფორმაცია.
4. უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაშ