1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მომზადებას და კომპეტენციის ამაღლებას მათ მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.
2. უსაფრთხოების სასწავლო პროგრამის შინაარსი და მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს თითოეული დასაქმებულის ფუნქციური დატვირთვის მოცულობას უსაფრთხოების მართვის სისტემაში.
3. სასწავლო პროგრამა მორგებული უნდა იყოს ცალკეული პირების საჭიროებებთან და მათ როლთან უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში.
4. ავიასაწარმოს პერსონალის სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად ავიასაწარმოს სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს პირველად და პერიოდულ სწავლებას.
5. პირველადი სწავლების პროგრამა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
ა) ავიასაწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკას და უსაფრთხოების მიზნებს;
ბ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და ვალდებულებებს;
გ) უსაფრთხოების რისკების მართვის საფუძვლებს;
დ) საავიაციო მოვლენების შეტყობინების სისტემას;
ე) ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესებს და პროცედურებს;
ვ) ადამიანურ ფაქტორს.
6. პერიოდული სწავლება ორიენტირებული უნდა იყოს უსაფრთხოების მართვის სისტემის პოლიტიკის, პროცესების და პროცედურების ცვლილებებზე და აქცენტს აკეთებდეს უსაფრთხოების ყველა იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ავიასაწარმოსთან ან შეძენილ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული.
7. სასწავლო პროგრამაში განსაზღვრული უნდა იყოს სწავლების შინაარსი ახალი თანამშრომლისთვის, მენეჯერებისა და პასუხისმგებელი ხელმძღვანელებისათვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალისათვის, უსაფრთხოების მართვის სისტემის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ჩართული პირებისთვის.
8. მენეჯერებისა და პასუხისმგებელი ხელმძღვანელების სწავლება უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
ა) სპეციფიკური გაცნობითი კურსი ახლად დანიშნული პასუხისმგებელი ხელმძღვანელებისათვის და თანამდებობის პირთათვის, მათ მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის კუთხით ანგარიშვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სფეროს გასაცნობად;
ბ) ავიასაწარმოში უსაფრთხოების კუთხით დადგენილ და ეროვნულ მოთხოვნებს შორის შესაბამისობის მნიშვნელობა;
გ) ხელმძღვანელობის ვალდებულებები;
დ) უსაფრთხოების პოლიტიკის და უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ე) უსაფრთხოების პოზიტიური კულტურის პოპულარიზაცია;
ვ) ავიასაწარმოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის უსაფრთხოების კუთხით ეფექტური
კომუნიკაცია;
ზ) უსაფრთხოების მიზნები, უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორები და მიზნები;
თ) დისციპლინური პოლიტიკა.
9. ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს სწავლების ჩატარების საჭიროების ანალიზი (Training needs analysis), რომელიც შედგება შემდეგი საფეხურებისაგან:
ა) ავიასაწარმოს პერსონალის სწავლების სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა უსაფრთხოების მართვის სისტემაში მათი როლის შესაბამისად;
ბ) იმ ცოდნისა და პროფესიული დონის განსაზღვრა, რომელიც საჭიროა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველი მოვალეობის შესასრულებლად და მოეთხოვება პერსონალის თითოეულ ჯგუფს;
გ) ანალიზის ჩატარება პერსონალის არსებული უნარების, ცოდნის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვალეობების ეფექტური განხორციელებისათვის, საჭირო უნარებსა და ცოდნას შორის სხვაობის დასადგენად;
დ) თითოეული ჯგუფისათვის უნარებისა და ცოდნის შეძენისადმი მიდგომის შემუშავება ისეთი სასწავლო პროგრამის შედგენის მიზნით, რომელიც მორგებული იქნება უსაფრთხოების მართვაში ჩართულ თითოეულ პირსა ან ჯგუფზე. სასწავლო პროგრამაში ასევე გასათვალისწინებელია პერსონალის არსებული ცოდნა უსაფრთხოების კუთხით და პროფესიული დონის ამაღლების აუცილებლობა, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება პერიოდული სწავლების მეშვეობით.
10. ავიასაწარმო ვალდებულია, შეიმუშაოს პროცედურა, რომელიც აღწერს სწავლების განმახორციელებელი პერსონალის პირველადი კომპეტენციის შეფასების და მათი შემდგომი კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესს.
11. ავიასაწარმოს პერსონალის სათანადო კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად, ავიასაწარმო ვალდებულია, აწარმოოს პერსონალის სწავლების გეგმა.
12. პერსონალის სწავლების წლიური გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) იმ პერსონალის (თანამდებობების) და ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციების ჩამონათვალს, ვისაც ესაჭიროება სწავლება;
ბ) სასწავლო კურსის ტიპს;
გ) სწავლების პერიოდს და ხანგრძლივობას.
13. ავიასაწარმო ვალდებულია, აწარმოოს პერსონალის სწავლების რეესტრი, რომელშიც, სულ მცირე, ასახული უნდა იყოს პერსონალის სახელი და გვარი, ყველა გავლილი სწავლების დასახელება, სწავლების ჩატარების თარიღი და შეფასებ