1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს იდენტიფიცირებულ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების ანალიზს, შეფასებას და კონტროლს.

შენიშვნა: საავიაციო მოვლენების მოკვლევის პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საჰაერო კოდექსის და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს რისკის შეფასების მოდელს, რომლის მეშვეობითაც გაადვილებული იქნება იმის დადგენა, თუ რომელი რისკია მისაღები, რომელი მიუღებელი და რომელი მოქმედებაა პრიორიტეტული.

3. უსაფრთხოების რისკის შეფასების შემდეგ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების რისკის კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები, რომლის განსაზღვრაში ჩართული უნდა იყვნენ დარგობრივი სპეციალისტები და პროცესის უშუალო მონაწილეები.

4. უსაფრთხოების რისკის კონტროლის ღონისძიებების შეთანხმების და დანერგვის შემდეგ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ეფექტურობის მონიტორინგი, უსაფრთხოების რისკის კონტროლის ღონისძიებების შედეგიანობის უზრუნველსაყოფა